პოლიტიკა

არავინ უარყოფს, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ

Nusagi

არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც ვდგავარ მე დღეს აქ”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვართ დღეს აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

„გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, რვაწლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას, ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენარ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც ვდგავარ მე დღეს აქ.“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: