რელიგია

ბიბლიას ოსურ ენაზე გამოსცემენ

Nusagi

ბიბლია რუსულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ამჟამად რუსეთის ბიბლიური საზოგადოება ოსური ბიბლიის გამოცემისთვის თანხებს აგროვებს და მისი დაბეჭდვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჯერჯერობით ოსური ბიბლიის გამოსაცემად თანხები არა გვაქვს. მოვუწოდებთ ბიზნესმენებს, ქველმოქმედებს, უბრალო ადამიანებს, რომ დაგვეხმარონ, რათა ალანიის გაქრისტიანების 1100 წლის იუბილესთვის ეს წიგნი ფიზიკურად გაჩნდეს. ოსურმა ბიბლიამ ხელი უნდა შეუწყოს ოსური ენის, ოსური საზოგადოების და მთელი რესპუბლიკის განვითარებას“ – განაცხადა რუსეთის ბიბლიური საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ანატოლი რუდენკომ

ოსურ ენაზე ბიბლიის თარგმნა თითქმის 20 წელი, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ბიბლიის გაფორმებისას ალანური ჯვარი და ეროვნული ორნამენტი იქნება გამოყენებული.

ოსურ ენაზე ბიბლიის გამოცემა 2022 წლისთვის იგეგმება, როდესაც ალანიის გაქრისტიანების 1100 წელი აღინიშნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: