პოლიტიკა

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის შესასვლელში „ნაცმოძრაობის“ წევრების წყლის თოფით გაწუწვაზე ფიქრობს

Nusagi

ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ მიესალმება, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში იქნება.

„ვფიქრობდი, შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს მოაბამენ-მეთქი. ისე, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: