სამართალი

იუსტიციის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

Nusagi

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ.

იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს. საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილება ქონა. ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთვევაში განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: