პოლიტიკა

პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ეს იყო ჩემი გადადგომის მიზეზი

Nusagi

“გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი”,-ამის შესახებ თავისი პარტიის “საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და პოსტიდან გადადგომის მიზეზები ჩამოთვალა.

მისი თქმით, გადადგა იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” დაშორდა რიგითი მოქალაქეების პრობლემებს და უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა.

“გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო – რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.

და გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი”, – თქვა გახარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: