მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 43 286 ტესტი ჩატარდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 342 880-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 26, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 38, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 073, აჭარაში – 389, იმერეთში – 492. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 16, იმერეთში – 16. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 11.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 786 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 872 პირი, აჭარაში – 2 241, იმერეთში – 1 524.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: