ეკონომიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტით, საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის ოდენობით დახმარება უნდა გამოიყოს.

პროექტში მითითებულია, რომ ფინანსური დახმარება საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე კრემლიდან მომდინარე გავლენების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

„დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმების, ბალანსის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის არსებობას, კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, გაუმჯობესებული, დამოუკიდებელი, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას“, – მითითებულია პროექტში.

დოკუმენტის თანახმადვე, ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

„აგრეთვე, გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

1tv.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: