საზოგადოება

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: საუბარი ქ-ნი მაკას ინიციატივით შედგა, უარი არ გვითქვამს, მაგრამ ვუთხარით, რომ ლაპარაკი კამერების თანდასწრებით არ იქნებოდა სწორი

Nusagi

საზოგადეობა „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ე.წ. რიონის მცველ მაკა სულაძესთან საუბარი სრულად არ გაავრცელა.

“საუბარი ქალბატონი მაკას ინიციატივით შედგა, რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს, მაგრამ ვუთხარით, რომ ლაპარაკი კამერების თანდასწრებით არ იქნებოდა სწორი, რადგან ვთვლიდით, რომ ამას რიონის ხეობის დაცვის საქმე შეიძლება დაეზიანებინა.

თუმცა, ქალბატონმა მაკამ სხვაგვარად ჩათვალა და სიტყვით მაინც მოგვმართა. ამიტომაც არის, რომ მე-5 წუთამდე, ფაქტობრივად, არაფერს ვამბობთ.

მედია პროვოკაციებისა და ინტერპრეტაციებისგან თავის დასაზღვევად, ბუნებრივია, ვიდეოს ჩაწერა ჩვენც დავიწყეთ, რათა დამონტაჟებული სიუჟეტების საპასუხოდ ხალხს რეალური სურათის ნახვის საშუალებაც მისცემოდა.”- აცხადებს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

ვიდეოში გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ გამოკვეთილი სოდომიტების და ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობაში არ არის.

„გამოკვეთილი სოდომიტების და ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობაში და მოძრაობაში არ არის. ისინი ამ მოძრაობას მხოლოდ ჩირქს სცხებენ, ეროვნულ ერთობას ვერ დაიცავს ადამიანი, ვისაც სამ თითზე წამოცმული აქვს პრეზერვატივი და მაკურთხეველ მარჯვენას დასცინის. ლგბტ პროპაგანდისტების და პრაიდის წარმომადგენლების ადგილი არ არის ჩვენს გვერდით. როდესაც ვიღაცას ლგბტ სამკლაური უკეთია, ამას რიონელები აღკვეთავენ“,-განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,987 ნახვა
%d bloggers like this: