რელიგია

მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

Nusagi

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება მრევლს და მედიას მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააცნო.

მეუფე სტეფანეს განმარტებით, ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მამა დანიელ გვილავა და სასულიერო პირების ნაწილი, ცდილობენ ეპარქიაში მუდმივი არეულობა და დებოში შეიტანონ, რაც ეწინააღმდეგება ეპარქიის წესებს.

მისივე განცხადებით, არა ერთი მოწოდების მიუხედავად მათ არ მოინანიეს თავისი საქციელი და სადღესასწაულო და სხვა დღეებში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. დღეიდან, დანიელ გვილავას იღუმენის წოდება ჩამოერთვა და ის რჩება როგორც ბერი მონასტერში. რაც შეეხება ეპარქიაში მიმდინარე გადაბარების პროცესს, მიტროპოლიტის განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობს სპეციალური კომისია.

მისივე განცხადებით, თუ სასულიერო პირები შეეცდებიან დაუპირისპირდნენ კომისიას და შეუშლიან ხელს მუშაობაში, მიიღებენ შესაბამისს ზომებს და თუ საჭირო გახდა ჩაერთვება სახელმწიფო აუდიტი. ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მეუფემ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახური 15-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურება და ჩამოართვა სამღვდელო ხარისხი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: