Uncategorized

მეცნიერებმა “ასტრაზენეკას” და “ჯონსონ & ჯონსონის” ვაქცინებით გამოწვეული, იშვიათი თრომბის მიზეზს მიაგნეს

Nusagi

გერმანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ “ასტრაზენეკას” და “ჯონსონ & ჯონსონის” ვაქცინებსა და სისხლში იშვიათ თრომბს შორის კავშირის მიზეზს მიაგნეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლებელია ვაქცინის შემცველობა ისე შეიცვალოს, რომ მისი მიღების შემდეგ ადამიანებს თრომბი არ განუვითარდეთ.

The Guardian-ის ცნობით, ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი როლფ მარშალაკი აცხადებს, რომ მისი კვლევის მიხედვით, პრობლემა ადენოვირუსის ვექტორებშია, რომელსაც ვაქცინების მწარმოებელი ეს ორი კომპანია ვირუსთან საბრძოლველად იყენებს. სწორედ ადენოვირუსის საშუალებით შეჰყავთ ორგანზმში ახალი კორონავირუსის S ცილა (იგივე Spike protein). ამის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება იმუნური რეაქცია, რაც ადამიანს სამომავლოდ კორონავირუსით ინფიცირებისგან ან მისი გართულებისგან იცავს.

“ასტრაზენეკას” და “ჯონსონ&ჯონსონის” ვაქცინების გარდა, ეს მეთოდი სხვა ვაქცინებში გამოყენებული არ არის. შესაბამისად, არ არის დაფიქსირებული სხვა ვაქცინებთან ასოცირებული თრომბის წარმოქმნის შემთხვევები.

მარშალაკის თქმით, კომპანიებს არ უნდა გაუჭირდეთ თავიანთი ვაქცინების იმდაგვარად მოდიფიცირება, რომ სამომავლოდ საერთოდ გამოირიცხოს თრომბის წარმოქმნის რისკი.

მეცნიერის განცხადებით, კომპანია “ჯონსონ&ჯონსონი” უკვე დაუკავშირდა მარშალაკის ლაბორატორიას და დახმარება სთხოვა.

Financial Times-ის ინფორმაციით, მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მარშალაკის მსგავსი თეორიები უამრავია, შესაბამისად, საჭიროა კველვის გაგრძელება და ამჟამინდელი ინფორმაციის გამყარება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: