Uncategorized

რატომ არ აწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ? – ხატია დეკანოიძის განმარტება

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ არ აწერს ხელს პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტს.

„რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, რომელიც თვითონ ნიკა მელიასთვის იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა. მე თუ მკითხავთ, ამნისტიის დოკუმენტის არცერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალ სტრატეგიაზე, როგორ უნდა შევიდეს პარტია ბრძოლის სტრატეგიაში, როგორ უნდა იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვაწერთ თუ არა შეთანხმებას ხელს, 43 პროცენტი უზრუნველყოს ყველა პარტიამ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო, დიდი ბრძოლა გვაქვს წინ.

საპარლამენტო საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დარჩეს არცერთ ეტაპზე, არცერთი მიმართულებით კომფორტი და არცერთი ხმა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,069 ნახვა
%d bloggers like this: