პოლიტიკა
Nusagi

„გუმათჰესთან“ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მანამდე, „რიონის ხეობის მცველები“ ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

„ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ვიდრე, ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეწყდება.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირს აწვებოდნენ და ცდილობდნენ ბარიკადების გადაყირავებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, “არ მიაწვნენ და გამოვიდნენ უკან”.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე აქტვისტს ვერ პოულობენ და პოლიციას მოუწოდებენ, დაკავებულები გაათავისუფლოს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ბარიკადებს ხელებს ურტყამენ შეძახილებით: “საქართველოს გაუმარჯოს”, “საქართველო”.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: