საზოგადოება

ნატო დუმბაძე- მჯერა, გახარია აუცილებლად დაუბრუნდება ნამოხვანის საკითხს და ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს

Nusagi

ჩემი დილა იწყება ოჯახის წევრების მოკითხვით, შემდეგ სახლის საქმეებს ვეფუსფუსები, მერე მეწყება ფიქრი, მიყვარს ეს სიტყვა, ფიქრი, ფიქრს ვუფენ კარგ მუსიკას, რომელმაც შეიძლება სულ წამში კარგი იდეა გამომიცხოს. ეს მეთოდი გამოცდილი მაქვს! საღამოს ისევ ოჯახის წევრებთან ჩამორეკვა- მოკითხვა, ღამე დოკუმენტური ფილმების სეანსი ან კარგი, ხარისხიანი გადაცემების ყურებით ვირთობ თავს და მერე ისევ ფიქრში მეძინება!,-ასე აღწერს „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას პროდიუსერი ნატო დუმბაძე პანდემიის პერიოდის ერთ ჩვეულებრივ დღეს. 

მისი თქმით, პანდემიამ შოუ-ბიზნესს სერიოზული დარტმა მიაყენა, თუმცა ფრთების ჩამოშვება არ ღირს და ფიქრობს, რომ ქვეყანა მალე გამოცოცხლდება. 

-პანდემიამ არა მხოლოდ შოუბიზნეს მიაყენა დარტყმა. ეს ხომ მსოფლიო პრობლემაა და აქ ჩვენ უძლურნი ვართ, მთავარია, არ ჩამოვუშვათ ფრთები და ვეცადოთ, როგორმე ახალ მსოფლიოზე გადავეწყოთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ! ამ გადაწყობასაც წლები დაჭირდება და როგორ გაუძლებს საქართველოს ისედაც მცირე ბაზარი, ამის პროგნოზირება მიჭირს, ცოტა რთულია. მიხარია ზაფხულის დადგომა, როგორც გვეუბნებიან უკვე დადასტურდა, რომ მზეზე კოვიდი დიდხანს ვერ ძლებს და აქედან გამომდინარე, კონცერტები, სპექტაკლები და ყველა კულტურული ღონისძიება აღდგება და დროებით მაინც გამოცოცხლდება ქვეყანა!

-სოციალური ქსელების განვითარებამ კომუნიკაციის ფორმებიც შეცვალა, თქვენ საკმაოდ აქტიური ხართ „ფეისბუქზე“ და რას ფიქრობთ, შეიცვალნენ ადამიანები? უფრო აგრესიულები ხომ არ აღმოჩნდნენ, ვიდრე გვეგონა?

-სოციალურ ქსელის განვითარებამ ნამდვილად შეცვალა ყველაფერი, ძალიან მწყდება გული იმ მართლაც გულწრფელ, სუფთა, უბოროტო ურთიერთობებზე, რომელიც ქართველებს გაგვაჩნდა! დარღვეულია ყველანაირი ზღვარი, ყველანაირი შუალედი, აგრესიამ იჩინა თავი სამწუხაროდ და ეტიკეტი ხომ საერთოდ აღარ არსებობს, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, თუმცა მეტს ვერაფერს ვუსადაგებ – ზოგიერთებს ენის აღვირი აქვს ახსნილი, რაზეც ძალიან გული მტკივა ხშირად! თუმცა, ახალ რამეს მივაგენი- როგორც კი აგრესიას შევატყობ, ვინც არ უნდა იყოს, „ფეისბუქის“ ფუნქციას ვიყენებ და მათ პოსტებს ვეღარ ვხედავ. ასე რომ, ჩემთან სულ გაზაფხულია

-ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა სააგენტომ თქვენი სტატუსი „გაანიუსა“, რომელშიც ვარლამ გოლეთიანს მხარს უჭერდით, თუმცა სტატიის სათაურით ისე ჩანდა, თითქოს მისი წინააღმდეგი იყავით. რის გამოც, ვარლამის მომხრეებისგან და თქვენივე თანამოაზრეებისგან რისხვა და წყევლა-კრულვა დაიმსახურეთ. როგორ განმუხტეთ ეს სიტუაცია?

-დღეს რაღაცნაირად ატაცებული სიტყვებია „ბნელი“, „შავრაზმელი“ და „სოფლელი“. ერთი- ორი ადამიანი თუ ვინმემ შეაქო, უმალ დამსჯელი, მოკაკუნეთა რაზმი ჩნდება და თუ მორწმუნე ხარ, თუ განსხვავებული აზრი გაქვს ან სულაც, სხვაზე მეტად პატრიოტი ხარ, ეგრევე მიდის დამათრახება, რაც ვარლამსაც არ დააკლეს. თუმცა რაღაც გაუგებარმა სააგენტომ, რომელიც აი ასეთი რაზმების მეთაური მგონია, მხოლოდ ეს სიტყვები გამოიტანა სათაურად და „ღმერთო გვიმრავლე ვარლამისნაირები“ ჩამალა. აქ მარტო სააგენტოს ვერ დავადანაშაულებ, მკითხველს მხოლოდ სათაურით რომ შეუძლია აზრის გამიტანა, ეს უკვე გონებრივი პრობლემაა მგონი, მაპატიონ, მაგრამ ასეა! რაც შეეხება განმუხტვას, მხოლოდ ვურჩიე გაეხსნათ, წაეკითხათ და თუ ძალიან არ შეწუხდებოდნენ, ბოდიშიც მოეხადათ იმ აგრესიისთვის, რაც გამოხატეს ჩემს მიმართ ! ეს იყო და ეს!

-მეორე დღეს კი, ვარლამთენ ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეთ. მოუყევით მას, რაც მოხდა?

არა, ვარლამთან არ მისაუბრია ამ თემაზე, არ ჩავთვალე საჭიროდ , თუმცა მის მხარდამჭერებს არ გამორჩენიათ ჩემს გვერდზე მისი მისამართით სოლიდარული პოსტი და მადლობა გადამიხადეს მხარდაჭერისთვის!

-თქვენი პოსტებიდან ჩანს, რომ მხარს უჭერთ გიორგი გახარიას ახლად შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ასევე მხარს უჭერთ ე.წ. რიონის მცველებს. ეს ორი რამ როგორ თავსდება ერთმანეთთან? ერთი ხომ აპროტესტებს მეორის ნამოქმედარს.

-მე ნამდვილად მხარს ვუჭერ გიორგი გახარიას და მე ნამდვილად სოლიდარული ვარ ხეობის მცველების , ვარლამის და ქალბატონი მარიტასი, ქალბატონი მაკასი! რაც შეეხება პროტესტს და ნამოქმედარს, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. არის პრობლემა? უნდა გაირკვეს, არის ნამოქმედარი? უნდა გაირკვეს! ეს არის ჩემი კომენტარი! ახლა ალბათ მკითხავთ- გაირკვევა რო? მე კარგად ვუსმინე გიორგი გახარიას და იქ სერიოზული მესიჯად მენიშნა, რომ ხელისუფლება დაშორდა ხალხს, ეს ალბათ ჩემს ბევრ პოსტშიც ამოგიკითხავთ ადრე. აქედან გამომდინარე,  მჯერა, რომ ნამოხვანის საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება ბატონი გახარია და აუცილებლად გაცემს ყველა კითხვას პასუხს, მე არ მახსენდება არცერთი ხელისუფლების დროს, ბოდიში მოეხადა რომელიმე მაღალჩინოსანს, მხოლოდ გახარიას ბოდიში მახსოვს დღემდე. ამიტომ მაქვს განცდა, რომ ამ პრობლემას გაეცემა პასუხი.

– საზოგადოების ერთი ნაწილი გახარიას ბრალს სდებს 20 ივნისის დარბევის გამო, რის შედეგადაც ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. მეორე ნაწილს პირიქით, მიაჩნია, რომ მან დროზე არ გასცა უკანონობის აღკვეთის ბრძანება, რის გამოც, აქციის მონაწილეები პოლიციელებზე 3 საათის განმავლობაში ძალადობდნენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

-ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა 20 ივნისს, ვუთანაგრძნობ იმ უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც ჩემი შვილის ტოლები არიან, ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მანდაც მგონია, რომ გახარიას უღალატა ვიღაცამ მეტი აჟიოტაჟის და არეულობის გამოსაწვევად. მეტს ვერაფერს დავამატებ, დრო გვიჩვენებს.

-პროგნოზი თუ გაქვთ, შეძლებს გახარიას გუნდი ხელისუფლებაში მოსვლას, ან ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას?

-გახარია ნამდვილად და აუცილებლად შეძლებს მოსვლას ხელისუფლებაში. მას დიდი პოტენციალი გამოცდილება აქვს,  და კიდევ, რაც პოლიტიკოს სჭირდება – ქარიზმატული პერსონაა. მანამდე კი, პირადად მე ძალიან მინდა ასეთი ძლიერი ოპოზიცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ მყავს ფავორიტები. ასე რომ Relax, Re lax! წარმატებები თქვენ და ყველას ვინც საქართველოს სადარაჯოზე იდგება!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: