პოლიტიკა

ოპოზიცია აცხადებს, ამნისტია პარლამენტის შენობაზე შტურმის მონაწილეებზე უნდა გავრცელდეს და პარლამენტის დამცველ პოლიციელებზე არაო

Nusagi

უკუღმა ასინეთა, უკუღმა!!! ,-ასეთი სათაურით აქვეყნებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მისი და საბჭოთა დროის პოლიტპატიმრების, გელა ნიკოლაიშვილის და ტარიელ ღვინიაშვილის ერთობლივ განცხადებას.

„შარლ მიშელმა დაგვიბარა, სულ ასე უსასრულოდ რომ არ ილაპარაკოთ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე – გამოაცხადეთ ამნისტია და გადაშალეთ ეს ფურცელიო. ოპოზიცია აცხადებს, ამნისტია პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმის მონაწილეებზე უნდა გავრცელდეს და პარლამენტის დამცველ პოლიციელებზე არაო. იმიტომო რომ, პარლამენტში შეჭრის მცდელობაც, პოლიციელებზე ხელკეტებით და სხვა საგნებით განხორციელებული რამდენიმე საათიანი თავდასხმები კანონიერი იყო, ხოლო პოლიციელებისგან პარლამენტის შენობის დაცვა – უკანონოო.

მაკო გომურის ვინც თვალი გამოთხარა, ვინმეს როგორ უნდა ვაპატიოთო?!! (თითქოს ვინმემ იცის ან ოდესმე ვინმე გაიგებს, ვისი ნასროლი ტყვია მოხვდა შემთხვევით, (მართლაც შემთხვევით მსხვერპლს თვალში). – სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. ამიტომ 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე ბრალდებულ 16 „შტურმავიკს“ ნიკა მელიას ჩათვლით უნდა შეეხოს ამნისტია, ხოლო კანონის დამცველ პოლიციელებს – არაო.

როცა ეუბნებიან, კი მაგრამ, ამერიკის კონგრესის „შტურმავიკების“ მომგერიებელმა პოლიციელებმა შემთხვევით თვალში მოხვედრილი ტყვიით კი არა, პირდაპირი დამიზნებით 5 თავდამსხმელი მოკლეს, რის შემდეგაც მათ საყვედური კი არა, მადლობები დაიმსახურეს, ხოლო კონგრესის შტურმში მონაწილე 500-მდე ადამიანი ვირის აბანოში გაამწესეს ისე, რომ მათ ამნისტირებაზე სიტყვის დაძვრასაც ვერავინ ბედავსო,! გვეუბნებიან – ეგ რა შედარებაა, ჩვენ ხომ პარლამენტზე შტურმით ოკუპანტისგან სამშობლოს ვიცავდით (თუმცა სად იყო ოკუპანტი) და ამიტომ ის, რაც აშშ-ში კანონდარღვევად და კანონის დაცვად ფასდება, ჩვენთან ყველაფერი პირიქითააო.

მოკლედ, უკუღმა ასინეთა, უკუღმა!!! 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სასტიკი დარბევებს ორგანიზატორები ამბობენ, ჩვენ ხომ მაშინ ამნისტია არ გამოგვიცხადებია, უბრალოდ, ისე შევთანხმდით, რომ ასობით დალეწილი ადამიანის დამლეწავებიდან ერთ პირსაც კი არ ეგო პასუხი და სამაგიეროდ, ის ერთდღიანი ძვლებში გადამტვრევა ვაკმარეთ მაშინდელ მომიტინგეებს და ისეთი ჰუმანურები ვართ, ამ დღის გამო ციხის ჯოჯოხეთში წლობით არავინ გაგვიგზავნიაო. მერე რა, რომ კვინტრაძის და ასათიანის გვამები 26 მაისს მაღაზიის სახურავზე აღმოჩნდნენ, ისინი ხომ დენის დარტყმით გარდაიცვალნენ, რაშიც ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის და როგორ მოვა მათი ტრაგედია მაკა გომურის ან თუნდაც ამ ხელისუფლების მიერ მოკლული ია კერძაიას ტრაგედიასთანო? ხომ გესმით, რა მოხდა, ია კერზაიას არჩევნების წინ დაემუქრნენ, ნერვები მოუშალეს. ის ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა და ხომ შესაძლებელია, რომ სწორედ ერთი თვის წინანდელი ნერვიულობა გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი და აბა ეს საშინელი ტრაგედია (ნერვების მოშლა!) როგორ შეიძლება შეედაროს პოლიციის მიერ კრიმინალებად შერაცხულ და ქუჩაში ჩახოცილ ასობით ადამიანის ოჯახის ტრაგედიას, როცა იმ დროს ჩვენ წესრიგს ვამყარებით, კრიმინალებს ვებრძოდით და დიდი ამბავი, თუ ასეულობით ადამიანს ქუჩაში ვხოცავდით და ათასობით ადამიანს ციხეებში ვაწამებდით და ვაუპატიურებდითო?

აი, ეს არის ჯალათების ლოგიკა. მოკლედ, ისევ უკუღმა ასინეთა, უკუღმა!!! გუშინ რომ „არალეგიტიმურ“, „გაყალბებულ“ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერის შესვლა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იყო და დღეს ეს რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ან „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, ამნისტიას არ მივიღებ“ და სხვა ლამის დედის დაგინებები რომ ყველაფერი უკუღმა შესრულდა და ამის გამხმოვანებლის გმირად წარმოჩენა უნდათ, ესეც იმ უკუღმა ოპერიდანაა და დარწმუნებული იყავით, რომ ხვალიდან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასაც გამარჯვებად გამოაცხადებენ, ისევე, როგორც 2008 წლის ომში დამარცხება გამარჯვებად გამოაცხადეს. და ნეტა ამ უკუღმართებს რატომ ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ყველა მათი მიმდევრების მსგავსი დაბრმავებული და გახლისტებული რეგვენია?

ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლაიშვილი; ტარიელ ღვინიაშვილი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: