უცხოური მედია

უხანის ლაბორატორიის მეცნიერის ცოლი covid-19-ით, პანდემიამდე 1 თვით ადრე გარდაიცვალა

Nusagi

უხანის ლაბორატორიის ერთ-ერთი მეცნიერის ცოლი COVID-19-ით ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, სანამ მსოფლიო ახალი ვირუსის შესახებ გაიგებდა,-ამის შესახებ Daily Caller აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელ დევიდ აშერზე დაყრდნობით იუწყება. აშერი კორონავირუსის ინფექციის წარმოშობას იძიებდა.

მისი მონაცემებით, ჩინეთის ხელისუფლებამ იცოდა ქალის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მთელი თვის განმავლობაში მალავდა, რომ ვირუსის ადამიანებში გავრცელება შესაძლებელია.

ლაბორატორიის თანამშრომლის მეუღლის გარდაცვალების შესახებ, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლისგან გახდა ცნობილი.

28 მაისს ამერიკის დაზვერვის თანამშრომლებმა თეთრ სახლს შეატყობინეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დაწყებას უკავშირდება. 

26 მაისს პრეზიდენტმა ბაიდენმა დაზვერვის სამსახურებს სთხოვა, გააძლიერონ ძალისხმევა  კორონავირუსის რეალური წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაზვერვამ ჯერ ვერ დაადგინა, რა იყო კორონავირუსის ახალი ტიპის წარმოშობის მიზეზი- ადამიანის კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან, თუ ერთ-ერთ ლაბორატორიაში მომხდარი ავარია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: