უცხოური მედია

აშშ-ში ხელისუფლება „სისხლიან ზაფხულს“ პროგნოზირებს

Nusagi

აშშ-ში ხელისუფლება შეშფოთებულია ძალადობრივი დანაშაულის ზრდით და „სისხლიან ზაფხულს“ პროგნოზირებს,-ამის შესახებ გამოცემა Washington Post წერს. 

როგორც ნიუ-იორკის შტატის დედაქალაქ ოლბანის მერი, ქეითი შიხანი აცხადებს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მთელ დღეებს გაატარებდა დაკრძალვებზე ჭირისუფლების ნუგეშსა დაშავებულთა ახლობლების დაწყნარებაში.

„მდგომარეობა შოკისმომგვრელია, ,-აცხადებს შიხანი. ადამიანის სიცოხლის გაუფასურება, რასაც ბოლო ხანს ვაკვირდებით, ჩვენი ქალაქის ტკივილია“,-აცხადებს მერი. 

გასულ უქმეებზე 9 შტატში 12-მასობრივი სროლა მოხდა. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ეს არის ე.წ. წინასიტყვაობა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს თვეებში, როდესაც თბილ ამინდებს ყოველთვის თან ახლავს ძალადობრივი დანაშაული. არსებობს ალბათობა, რომ წელს ძალადობამ შესაძლოა, გაცილებით დიდი მასშტაბი მიიღოს, როცა ამერიკელები ერთწლიანი კარანტინის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. 

ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით ქალაქის ხელმძღვანელებმა მკვლელობებისა და სროლების რიცხვის გაორმაგების შესახებ გააკეთეს განცხადებები. ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში პოლიციას 80-ზე მეტი მკვლელობა აქვს აღრიცხული მიმდინარე წელს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტია. მკვლელობების რიცხვი იზრდება მსხვილ ქალაქებშიც. 

ატლანტაში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მკვლელობებმა 50%-ით მოიმატა, ქალაქის მერი აცხადებს, რომ ის და მთელი პოლიცია მთელი ძალებით ემზადებიან პოტენციური მკაცრი ზაფხულისთვის. 

ატლანტაში აცხადებენ, რომ ადრე ძალადობა უკავშირდებოდა ძირითადად, ნარკოტიკებით ვაჭრობას და ცალკეულ ბანდებს შორის დაპირისპირებას, თუმცა ახლანდელი დანაშაული დაკავშირებულია იმ ადამიანებს შორის გამძაფრებულ ვნებებთან, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ. 

სპეციალისტების თქმით, დანაშაულის ტალღის ძირითადი მახასიათებელია პანდემიისგან გამოწვეული სტრესი, ასვე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებათან დაკავშირებული აქციები, რომელიც რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებდა. ასევე ყურადსაღებია ე.წ. ხანგრძლივი covid-19-ის მსხვერპლთა ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები. 

„გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც დაემართათ დეპრესია, შფოთვა, ან დაკარგეს ახლობლები და დარჩნენ უსამსახუროდ,-აცხადებს ქალაქის მერი,- ამან ფაქტების სამწუხარო დამთხვევა გამოიწვია, ვფიქრობ, სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ქუჩებში ვხედავთ დღეს“.

მისივე თქმით, თეთრმა სახლმა უნდა გაზარდოს დაფინანსება ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემების პროგრამებისთვის. ბოტომსი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა დაკავშირებულია გზაზე, ტრანსპორტის მართვისას წარმოშობილ კონფლიქტებთან, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ავტომობილებიდან ესვრიან. 

„მე ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი, რაც ახლა ხდება, ეს არის საზოგადოების იმედგაცრუება ზოგადად, და ეს ყველაფერი ქუჩებში აისახა. ატლანტაში ამან მომაკვდინებელი შედეგები მოიტანა“,-აცხადებს ქალაქის მერი. 

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტი ადამ გელბსი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობების ნაწილის ხასიათი ნამდვილად შემაშფოთებელია. „ადამიანები მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო იწყებენ კონფლიქტს და ერთმანეთს ესვრიან“,-განაცხადა მან. 

„მე ვღელავ თაბაზე ზემოქმედების გამო, ჩვენ გვყავს თაობა, რომელმაც გადაიტანა ეპიდემიის გამო გამოწვეული ძალადობა, განსაკუთრებით, თუ ისინი ცხოვრობენ რაიონებში, სადაც ამ სახის დანაშაული დიდია. და ვინ იცის, რა იქნება ამის ეფექტი ხანგრძლივ პერიოდში“,-აცხადებს ჯონ ჯეის კოლეჯის კვლევითი და შეფასების ცენტრის დირექტორი ჯეფრი ბატსი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: