ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 1 ივლისიდან 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარი გახდება

Nusagi

პრემიერ-მინისტრი ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად მთავრობამ მიზნად დაისახა სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში.

ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება. ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: