პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1 ივნისს ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიეც-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: