მედიცინა

„სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ვაქცინის გამოყენება 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, ხოლო მეორე დოზით აცრა 2-4 კვირის შემდეგ.

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.

„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: