უცხოური მედია

ფლორიდაში, ღამის კლუბში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

Nusagi

პოლიცია მოსახლეობას დახმარებას სთხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია ადამიანზე, რომელმაც ფლორიდაში, ღამის კლუბში გამთენიისას სროლა ატეხა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სულ მცირე ორი და დაშავდა მინიმუმ 20 ადამიანი. ამის შესახებ მაიამის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ალფრედო რამირესმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

​რამირესის თქმით, საბანკეტო დარბაზი და საბილიარდო შაბათს, იჯარით აიღეს წვეულებისთვის. თუმცა უცნობმა პირებმა სროლა ჯერ კიდევ მაშინ ატეხეს, როცა წვეულების ბევრი მონაწილე შენობაში შესულიც არ იყო. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. 

„ისინი ცივსისხლიანი მკვლელები არიან, რომლებიც განურჩევლად ესვრიან ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამართალმა იზეიმოს“,-განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, შემთხვევითი იყოს, რაც ბოლო პერიოდში ფლორიდაში ხდება თითმის ყოველ შაბათ-კვირას. რამირესი აცხადებს, რომ ეს ვიღაცის მიერ დაგეგმილი სიბოროტეა.

Camping World -ის გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა მარკუს ლემონისმა 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც დამნაშავეთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცველებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: