Uncategorized

ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა

Nusagi

ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა. როგორც პოლიტიკოსმა “აიპრესთან” საუბრისას განარტა ის პოლიტიკაში რჩება. პარტიიდან წამოსვლის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ არ ეთანხმებოდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.

ანი მიროტაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა 20 ივნისის ამნისტიის არსებული ფორმით ჩანაწერი.

“ყველა პარტიაშია რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობები. ან განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, ყველაზე მთავარი საკითხი იყო 20 ივნისის ამნისტიის საკითხი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ შეთანხმებაში ამნისტიის მუხლი საერთოდ არ უნდა მოხვედრილიყო. თუ მოხვდა, მაშინ ძალიან მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ეს განსაზღვრული.

დიახ, “ლელოს” გადაწყვეტილებას მხარს არ ვუჭერდი და ეს მათთავის იყო ცნობილი. თუმცა, მათი მოტივაცია მე მესმის, რომ ეს იყო მელიას გათავისუფლების ერთ-ერთი მექანიზმი. არის საკითხები, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამის გამო არ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ 20 ივნისი ჩემთვის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე ფურცელია. ამაზე მქონდეს პოზიცია და არ ვთქვა, ან შევეგუო, ეს ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის და როგორც მოქალაქისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

მისივე თქმით, იყო თხოვნა, რომ გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის და მსჯელობაში გავიდა გარკვეული დრო.

„ ვიდრე ხელის მოწერა მოხდებოდა მაშინვე ვთქვი, რომ ეს ოპოზიციისთვის იქნებოდა ძალიან მძიმე პუნქტი. რომლის გამოც საზოგადოებისთვის სერიოზული პასუხების გაცემა მოუწევდა. თუმცა, მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმები პრაქტიკულად შემცირებული იყო. მე ვთქვი, რომ ამ მასშტაბის დანაშაულთან კომპრომის მიუღებელია. არაფერი არ მიღირს იმად, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს როცა ასე უპირისპირდება საკუთარი ხელისუფლება, ამის პატიება არ შეიძლება, თანაც ისე, რომ გამოძიებაც კი არ ჩაატარო.

დიახ, ეს იყო წყალგამყოფი. არის საკითხები, რაზეც შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ დარჩე პარტიაში და გააგრძელო თანაცხოვრება. 20 ივნისი იყო წყალგამყოფი”, – უთხრა “აიპრესს” ანი მიროტაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: