პოლიტიკა

კონგრესმენების ვიზიტი შეხსენებაა, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი

Nusagi

“პირველ რიგში, მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია მეგობარი ქვეყნიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხსენება, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ძალიან საინტერსეოა”,-ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კონგრესმენის მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ „გირჩი“ კონგრესმენებს შარლ მიშელის დოკუმენთან მიმართებაში საკუთარ ხედვას გააცნობს.

„ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ვეტყვით სტუმრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარე როგორ მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართულებაში. ამავდროულად, გამოვთქვამთ მოსაზრებას იმ მტკივნეულ საკითხზეც რასაც ამნისტიის საკითხი ჰქვია, სადაც მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავის მთავარ არგუმენტად ამას ასახელებს. კარგი იქნებოდა მეგობრების მხრიდან მოსმენა ამ ნაწილის განმარტების შესახებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ეწვევა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: