მედიცინა

მარინა ენდელაძე- „მეორე ტალღასთან“ შედარებით, იმატა ახალგაზრდა მძიმე პაციენტების რიცხვმა

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, ამასთან, „მეორე ტალღასთან“ შედარებით, იმატა ახალგაზრდა მძიმე პაციენტების რიცხვმაც.

როგორც ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალურ თემა“ განაცხადა, მათი კლინიკის მონაცემებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა პაციენტებს 3-5 დღის პერიოდში უმძიმდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მინდა გითხრათ, რომ ახლა გაახალგაზრდავდა შედარებით. ბევრი ახალგაზრდა არის უფრო მძიმედ, ვიდრე წინა „მეორე ტალღის“ დროს. ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში. მე-3, მე-4, მე-5 დღეს. საკმაოდ მაღალი ხარისხის პნევმონიები აქვთ, არის სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ, რაც წინა ტალღის დროს ამდენი არ იყო. ახალგაზრდებში გავრცელებამაც მოიმატა, როგორც ვიცი, შესაბამისად, დამძიმების რიცხვმაც“, – აღნიშნავს ენდელაძე.

ენდელაძემ პოსტკოვიდურ სიმპტომებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სიმპტომების უმეტესობა მსუბუქი ფორმისაა და მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს.

„ამ სიმპტომების უმეტესობა არის მსუბუქი და არანაირ მედიკამენტოზურ ჩარევას არ საჭიროებს. გახანგრძლივებულ დროში ეს ყველაფერი აღდგება. ეს ეხება ყნოსვის, გემოვნების დაკარგვას, ზოგად ადინამიას, კუნთები-სახსრების ტკივილს, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა აუცილებლად აღდგება, ზოგთან დროში იწელება, ცოტა ბევრი დრო სჭირდება, ამისთვის განსაკუთრებული შეშფოთება არ არის. განსაკუთრებით საყურადღებოა ემოციური ლაბილობა, ზედმეტად გაღიზიანებულები არიან, ესეც უნდა ალაგდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული დაზიანება არ არის“, – აღნიშნავს ენდელაძე და დასძენს, რომ აღნიშნულ დროს თვითმკურნალობა არ შეიძლება ანტიდეპრესანტების დამოუკიდებლად მიღება.

ამასთან, როგორც ენდელაძე აცხადებს, კვლევები საჭიროა მაშინ, როდესაც პაციენტს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს, მათ შორის, სუნთქვის უკმარისობა.

„არიან პაციენტები, რომლებიც ეწერებიან თუმცა, სრულყოფილად ვერ ჯანმრთელდებიან. როდესაც არის ფილტვის ძლიერი დაზიანება, მათ გახანგრძლივებული მკურნალობა სჭირდებათ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ისეთია, მიხვდება ექიმთან რომ უნდა მივიდეს, შეიძლება იყოს თრომბოზული გართულებებიც, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი “, – აღნიშნავს ენდელაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: