ბიზნესი

მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5 000-5 000 ლარით დაეხმარება

Nusagi

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და დავეხმართოთ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა და მხარდაჭრა.

განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და 10 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება.

ასევე, თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება მითითებული ყველანაირი დეტალი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი, დაახლოებით 350 ათასი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით“,-განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: