მედიცინა

რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი დაარეგისტრირეს

Nusagi

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა ინჰალაციური პრეპარატი ლეიტრაგინი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს მიერ შექმნილი ინჰალაციური პრეპარატი ლეიტრაგინი რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა. ახალი პრეპარატი განკუთვნილია პნევმონიის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, რაც კორონავირუსის გართულებას წარმოადგენს”, – აცხადებენ სააგენტოში.

რუსული მედიის ცნობით, ლეიტრაგინზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ზომიერი სიმპტომების მქონე 320 პაციენტს შორის დაავადების გართულების ან გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პაციენტები, რომლებმაც ლეიტრაგინი მიიღეს, დაახლოებით 8 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ისინი კი, ვისაც მკურნალობის სტანდარტულ კურსს უტარებდნენ – 14 დღეში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: