პოლიტიკა

სააკაშვილი 19 თებერვალს სარფიდან საქართველოში შემოსვლას გეგმავდა

Nusagi

19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას გეგმავდა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ, შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ „ოცნება“ ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ, „ნაცმოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა, – ამის შესახებ kvira.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისი გთქმით, გახარიას გადადგომის მომენტში ხელისუფლება არცთუ მარტივ ვითარებაში იმყოფებოდა, ოპოზიცია პარლამენტში არ იყო შესული, რის გამოც პარლამენტის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, „ნაცმოძრაობა” კი გეგმავდა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი.

„18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის „აღიარების“ შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია. ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ, შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ „ოცნება“ ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ, „ნაცმოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა. სხვათა შორის, სააკაშვილის სარფიდან შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ გააჟღერა თავის ვიდეომიმართვაში“, – აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე, თუ ვის მიერ იყო ეს სცენარი შემუშავებული, არეშიძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, სცენარის ავტორი თვითონ სააკაშვილი იყო.

„შეძლებდა თუ არა „ნაცმოძრაობა” ამ სცენარის განხორციელებას, ამის დანამდვილებით თქმა რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ მეხუთე კოლონისა და, როგორც უგულავას წამოსცდა, ტროას ცხენის პირობებში, „ოცნებას“ ამ სცენართან დაპირისპირება ძალზე გაუჭირდებოდა. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი პოზიცია რადიკალურად შეცვალა და მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება მოითხოვა. როგორც ჩანს, ეს იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაციის აუცილებელი დრო. თუ „ოცნება“ მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა. სწორედ ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ მელიას ვერდაკავება იყო ის სცენარი, რომელიც „ქართული ოცნების“ სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. მხოლოდ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ გახარია თავდაპირველად იმუნიტეტის მოხსნას დეპუტატებისგან კატეგორიულად ითხოვდა, ხოლო შემდეგ, ასეთივე კატეგორიულობით, მელიას დაკავების გადადებას მოითხოვდა“, – განაცხადა არეშიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: