პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ერთობლივ რეგიონალურ პროექტებს, რაც რეგიონის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და რეგიონის ფარგლებს გარეთ მნიშვნელობას შეიძენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლებაზე ისაუბრეს. აღნიშნული საბჭოს მუშაობის განახლება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. აქცენტი გაკეთდა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს, რომელსაც განვითარების შემდგომი პერსპექტივები გააჩნია.შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,979 ნახვა
%d bloggers like this: