პოლიტიკა

ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება, რომ არ მოხდება ადამიანების დაყოფა – ჩვენი ხალხი, იმის ხალხი

Nusagi

კომუნიკაცია გვქონდა ყველა ელჩთან, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი თანამოაზრეების დათხოვნა ხდება სამსახურებიდან, ამიტომ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება გონს მოეგება,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ალად შექმნილი პარტიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება , რომ არ მოხდეს ადამიანების დაყოფა.

„ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება მომავლისთვის, რომ ადამიანების დაყოფა – ჩვენი ხალხი, იმის ხალხი, „ქართული ოცნების ხალხი“, „ნაციონალური მოძრაობის ხალხი“, კეთილსინდისიერი საჯარო, სახელმწიფო მოხელეები ხან ნაცებს ეძახიან, ხან ქოცებს ეძახიან და ყოველ ჯერზე ეს ადამიანები ხელისუფლების ცვლილების დროს ელოდებიან მათ კარზე როდის დააკაკუნებს ახალი ხელისუფლება და როდის ეტყვის, რომ დატოვეთ სამსახური – ეს გვინდა რომ დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ!” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: