პოლიტიკა

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

Nusagi

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ როგორც სასამართლო ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ისტორიაში, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საარჩევნო რეფორმას მხარს უჭერს პრაქტიკულად, ყველა რაციონალური პოლიტიკური სუბიექტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა გავაანალიზოთ გატარებული რეფორმები, რათა კვლავაც დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: