პოლიტიკა

ბ-ნ ბადრისა და ბ-ნ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, 3 წლის განმავლობაში მათი თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ

Nusagi

დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა, ეს ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ.

„ბატონ ბადრისა და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, ამ 3 წლის განმავლობაში მათი თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ და, ალბათ, მათვე უნდა ჰკითხოთ, მიაწოდეს თუ არა პროკურატურას ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან საინტერესოა, ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ. დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: