ბიზნესი

„ენკას“ დირექტორი – ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს

Nusagi

კომპანია “ენკას” დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. 

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე რასაკვირველია, მათ მიმართ ამ შემთხვევაში მოტივაცია ნათელი იქნებოდა ჩემთვის, თუმცა როდესაც საუბარია აბსოლუტურად ყველა მანქანაზე, როდესაც საუბარია აბსოლუტურად ყველა გადაადგილებაზე. მე არ ვთვლი, რომ ეს არის კანონიერი ქმედება და ზუსტად ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ესკალაცია ხდება ნელ-ნელა არსებული ვითარების.

ამიტომაც, მოვუწოდებ მე ყველა მონაწილეს, იქნებიან ეს ლიდერები, იქნებიან კომპანიის თანამშრომლები, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომ ვუზრუნველყოთ არსებული ვითარების დეესკალაცია, არ დავუშვათ ის, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება.

უკლებლივ ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და მაქსიმალურად შეეცადონ არსებული ვითარების განმუხტვას,“ – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: