საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

Nusagi

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის დახვედრის ცერემონია იმართება. სტუმარს ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრემიერებს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.

ვიზიტს წინ უძღოდა მაისში მეგობარი ქვეყნების პრემიერ მინისტრების შეხვედრა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა დენის შმიგალი საქართველოში მოიწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარესა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. დენის შმიგალი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: