უცხოური მედია

რუსეთში მდიდრების უმრავლესობა ღარიბების მხარდასაჭერად, თანახმაა, გადასახადები გაეზარდოს

Nusagi

რუსეთში მდიდრები თანახმა არიან, გადაიხადონ გაზრდილი გადასახადები იმ პირობით, თუ სახელმწიფო ღარიბებს მეტად დაეხმარება,-ამის შესახებ რუსული მედია შესაბამის კვლევასა და გამოკითხვებზე დაყრდნობით იუწყება. 

ასეთ ვარიანტი მოიწონა გამოკითხულთა 54%-მა.  უმრავლესობა 60 წელს გადაცილებულია. ისინი აღნიშნავენ, რომ ღარიბების უკეთ დასახმარებლად, საჭიროა უფასო მომსახურების გაზრდა, მათ შორის განათლების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

რუსების 28%-ს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა იყოს გაცილებით ნაკლები. 45-% კი, გადასახადის გაზრდას არ ეწინააღმდეგება იმ პირობით, თუ ეს თანხა მომსახურების გაზრდასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ამასთან, რუსების 83%-ს მოწონს პროგრესული საგადასახადო სკალა- რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოს. 13% თანაბარი გადასახადების მომხრეა, მიუხედავად შემოსავლებისა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: