პოლიტიკა

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო

Nusagi

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო. ამ მიზნით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, შერჩეულია 20 უბანი, რომელსაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია გადათვლის.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განმარტა, შეირჩა 12 პროფესიონალი მთვლელი, რომელიც ორ ჯგუფად არის გაყოფილი. თითო ოთახში, 6 პროფესიონალი მთვლელი გადათვლას კომისიის ორი წევრის მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებს. მიქანაძის თქმით, კომისიის წევრები საერთოდ არ იქნებიან კონტაქტში იმ ბიულეტენებთან და იმ დახურულ ყუთებთან, რომელიც ცესკომ გადასათვლელად წარმოადგინა.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენი დღე და რამდენი დრო დასჭირდება პროცესს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის, რომ პროცესი ხარისხიანად და აუჩქარებლად წარიმართოს, იყოს მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი. პროცესს თავიდან ბოლომდე პროფესიონალი მთვლელები წარმართავენ. მედიას ექნება სრული დაშვება მთელ ამ პროცესზე, ორივე ოთახში. ამავდროულად, იქნება მუდმივი სტრიმი. სტრიმი არ გაითიშება მაშინაც კი, როდესაც ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება 13-დან 14 საათამდე, ასევე ღამის საათებში. იმ უბნის ბიულეტენები, რომლის გადათვლაც მოხდება, კვლავ დაილუქება და გადათვლილი უბნის მასალებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღესვე გავატანთ. მიუხედავად ამისა, ოთახები იქნება მუდმივად დალუქული, სტრიმი არ გაჩერდება ღამის საათებშიც. იქნება შუქი დატოვებული იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს თვალყური ადევნოს ღამის განმავლობაში ამ ოთახშები რა ხდება. თითოეულ ოთახთან იქნება განთავსებული სპეციალური დაცვის სამსახურის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ოთახებში არავინ არ შევიდეს”, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: