პოლიტიკა

გახარია პრობლემაა კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, თორემ ბიძინა ივანიშვილისთვის და ჩვენთვის – არა

Nusagi

გახარიას მიმართ ქართული საზოგადოება დგას ზურგით და ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მათ მინდორზე არ გადადის.

„გვტენიან და გვტენიან ოპოზიციაში ამ გახარიას. გახარია – „თვალთხარია“, ასე აღიქმება. გახარიას მიმართ ქართული საზოგადოება დგას ზურგით და ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილს ვითარება შეექმნა ისეთი, რომ შესაძლოა მას დასჭირდეს „ქართული ოცნება“ პლუს გახარია და ეს იყოს მისი ხელისუფლება. ეს პრობლემაა კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, თორემ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის. არც ჩვენთვის არ არის პრობლემა, გახარია არ გადმოდის ჩვენს მინდორზე. არის რაღაც სპეციფიკური ადგილები და მე არ გამოვრიცხავ მაგალითად, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მას ჰქონდეს შეღწევა „ნაცმოძრაობის“ ზვიადისტურ ფლანგზეც. გახარია შემთხვევით არ მისულა 31 მარტს ზვიად გამსახურდიას საფლავზე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: