Uncategorized

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

Nusagi

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

მისი თქმით, ახალი ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფის“ არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

,,ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. არც ერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ. ეს მათ შორის ჩემი გემოვნების ამბავია, პოლიტიკურად არ მომწონს არც ვაშაძე და არც ერთი. პარტიაში თამარ კორძაიაც იყო და ვერ გაიტანა თავისი მოსაზრება, ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით ყოფილიყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი „რესპუბლიკელები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამაც დატოვა. მისი განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: