Uncategorized

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს

Nusagi

„ქრონიკაში“ გასული ინტერვიუების შემდეგ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან კიდევ რამდენიმე აღსაზრდელი გადაიყვანეს, ნაწილთან მუშაობა გრძელდება. დილიდან ვითარებას ადგილზე ეცნობიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დღის წესრიგში დადგა პანსიონის სალიცენზიო პირობების გადახედვაც. პარალელურად, სამართალდამცველები ძალადობის სავარაუდო ფაქტებს სწავლობენ.

პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ადგილზე სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც მივიდნენ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,979 ნახვა
%d bloggers like this: