საზოგადოება

5 ივლისს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს, რომელსაც „სირცხვილია“ შეუერთდება

Nusagi

5 ივლისს “თბილისი პრაიდი” “ღირსების მარშს” გამართავს. სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესაუბრნენ.

“ღირსების მარშის” სლოგანი იქნება “გამოდი სოლიდარობისთვის”.

გარდა ამისა, პრაიდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მუსიკალური ფესტივალი.

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, – აღნიშნავენ “ღირსების მარშის” ორგანიზატორები.

“თბილისი პრაიდი” სახელმწიფოსგან მოითხოვს:

  • აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
  • შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.

პრაიდის კვირეულს უერთდება მოძრაობა “სირცხვილია” .

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: