პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი- ირაკლი კობახიძის გუშინდელი ექსკლუზივები დამაფიქრებელია

Nusagi

“რუსთავი -2”- ზე ირაკლი კობახიძის გუშინდელი ექსკლუზივები დამაფიქრებელია,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების თავმჯოდმარის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ კიევიდან სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ გახდა ცნობილი.

ანალიტიკოსის თქმით, გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური “სულითა” და დღის წესრიგით უსიამოვნო განწყობებს ქმნის.

“ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სვლა და გეგმა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი, გახარიას გადადგომით დასრულდა. გადადგომის შემდეგ მისი საჯარო აღიარება – ,,არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”- ო, მრავლობით რიცხვში ნათქვამ დაპირებად დარჩა, რადგან უკვე ჩამოყალიბებული პარტიის პრეზენტაციაზე საზოგადოებაში დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა.

გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური “სულითა” და დღის წესრიგით უსიამოვნო განწყობებს ქმნის. დიდი კითხვის ნიშანია – რა მოხდა, რატომ განიცადა პოლიტიკური ფერისცვალება ყოფილმა პრემიერმა? ის უმრავლესობის შეხვედრაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და …პოლიტიკური სიფრთხილის აუცილებლობის მიუხედავად, რატომ წავიდა გუნდიდან გადამწყვეტ მომენტში?!

ეს საკითხი განხილვის ფაზაშია, ალბათ, სხვა არაერთი საკითხი გახდება პოლიტიკური განსჯის საგანი.კითხვები უყვარს პოლიტიკას, კითხვებზე პასუხები კი – საზოგადოებას!პასუხები საჭირო და გადამწყვეტია!“,-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: