Uncategorized

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Nusagi

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გვარცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ბავშვების უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

ამჟამად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.

საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: