განათლება

PHR: სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ

Nusagi

PHR-ის იურისტის, ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო. 

“დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან”. – თქვა ანა აბაშიძემ.

ანა არგანაშვილმა კი დააზუსტა: 

“სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია”. 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა. 

მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ. ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან. 

ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება. 

იურისტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 

PHR-მა შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსაც მოსთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა პანსიონის დირექტორის მიმართ. უწყებამ ამისთვის ორგანიზაციას რომელიმე ბავშვის მინდობილობა მოსთხოვა. 

დღეს, 5 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში ქართული ოცნების წევრები და სოციალური მუშაკები შევიდნენ.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზრუნვის სააგენტოს პროფესიული განვითარების უფროსმა, ელენე მარტაშვილმა თქვა, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩებიან იქამდე, სანამ თითოეული ბავშვის საჭიროება ინდივიდუალურად არ შეფასდება. მისი თქმით, ერთობლივი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ შეფასების შემდეგ შემუშავდება. 

იგივე გაიმეორა ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების პანსიონში შესვლა და დარჩენა ნიშნავს, რომ “თვითონაც, ბავშვებიც და ადმინისტრაციაც მშვიდად იქნებიან”.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: