მედიცინა

ამირან გამყრელიძე – მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან

Nusagi

ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კრიტიკის მიუხედავად, ის მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ სულ მოუწოდებს.

„ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს. მე სულ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას. ბათუმის ბულვარზე გამაკრიტიკეს. კარგით, მე ამას ავიტან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიდრე 30-40% არ აიცრება, პირბადე ღია სივრცეებში დაგვჭირდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მან ვაქინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სამიზნე მაჩვენებლის ასაცრელად გასამმაგდება ბრიგადების რაოდენობაც.

„უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა. ისინი, ვინც მუშაობენ კვირაში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუშაონ შვიდი დღის განმავლობაში. დამდგარია საკითხი და ვაორმაგებთ ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულებებისადმი, ბრიგადების გავრცობა გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,104 ნახვა
%d bloggers like this: