პოლიტიკა

ოცნების ამომრჩეველო! თქვენს პარტიას ბრიყვებად მიაჩნიხართ, როდესაც გახარიას და სააკაშვილის ალიანსის აბსურდში გარწმუნებთ

Nusagi

ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამომრჩეველს მიმართავს.

“ქართული ოცნების ამომრჩეველო!

როდესაც თქვენი რჩეული პარტია ცდილობს დაგარწმუნოთ გახარიას და სააკაშვილის ალიანსის შესახებ ლოგიკურ აბსურდში, ეს ნიშნავს, რომ ბრიყვებად მიაჩნიხართ…

არ გიტყდებათ?!…” – წერს გია ხუხაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც გახარიამ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, პარალელურად კიევიდან “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ინფორმაცია “ნაცმოძრაობის” გეგმის თაობაზე.

„გეგმა იყო შემდეგი – მას შემდეგ რაც სასამართლო შეუფარდებდა მელიას დაკავებას და ხელისუფლება ვერ დააკავებდა, იწყებდა საუბარს ნაციონალური მოძრაობა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო შემოსული პარლამენტში, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას ნაცმოძრაობა აბრალებდა ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას. ეს იყო მათი მესიჯ ბოქსი, რაც ჰქონდათ მათ გაწერილი და ეს იყო მათი გეგმის შემადგენელი ნაწილი.

ამაზე მითითებით სააკაშვილმა თუ გახსოვთ, თუ არ ვცდები 17 თებერვალს გააკეთა განცხადება ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც შემოიტანა მან ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. 18 თებერვალს უკვე ვერ დაკავების საბაბით ისინი აყალიბებდნენ, აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს არის ინფორმაცია რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: