მედიცინა

რუბრიკა „მე ექთანი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით“ წარმოადგენს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტ ქეთევან გარსევანიშვილს

Nusagi

რუბრიკა „მე ექთანი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით“  საზოგადოებრივი კოლეჯის პანაცეას ახალი წამოწყებაა, რომელიც მიზანად ისახავს საზოგადოებაში  ექთნის პროფესიის პოპულარიზაციას.

დღევანდელი რუბრიკის სტუმარია  „საქართველოს ექთანთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი, რომელიც თავისი  პროფესიონალიზმით, საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარულით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, პაციენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობით ქმნის წარმატებული საქმიანობის გარანტიას.

ქეთევან გარსევანიშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე–3 სამედიცინო სასწავლებელი და შრომითი საქმიანობა დაიწყო 1983 წელს,  როგორც ექთანმა-ანესთეზისტმა თბილისის მე–5 სამშობიარო სახლის ბაზაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა   ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში. საექთნო საქმის რეფორმის და რეორგანიზაციის სამსახურის უფროსად – ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტში. 2010 წლიდან  დღემდე არის „საქართველოს  ექთანთა ასოციაციის“ პრეზიდენტი და საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი.  2013 წლიდან დღემდე  აკ. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის – მთავარი ექთანია. 2017 წლიდან დღემდე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების დარგის ექსპერტი.

გავლილი აქვს  სტაჟირებები და ტრენინგები ემორის უნივერსიტეტში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ) “ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტში“, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ),  მალმოს და ლუნდის კლინიკებში (შვედეთი), დანიის ჯანდაცვის სამინისტროში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (SIDA).

ქეთევან გარსევანიშვილი არის არაერთი პუბლიკაციის თანაავტორი: „ავადმყოფის მოვლის საფუძვლები“,  “ინფექციის კონტროლის საკითხები ექთნებისათვის”, “საექთნო ფარმაკოლოგია“ და სხვა.

მიღებული აქვს ჯილდოები: საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება; ზაზა ფანასკერტელის სახ. მედალი და არის ექთანთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის საპატიო ორგანიზაციის Sigma Theta Tau–ს წევრი.

„საქართველოს ექთანთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი არის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პროფესიული მასწავლებელი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „პანაცეას“ კურსდამთავრების დახელოვნების  საქმეში. ის დღენიადაგ ზრუნავს ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე, მათ უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე  და პროფესიული უნარების მიზანმიმართულად გამოყენებაზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,987 ნახვა
%d bloggers like this: