მეცნიერება

აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადების პირველი პრეპარატი დამტკიცდა

Nusagi

აშშ-ში თითქმის 20 წლის განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადების პირველი პრეპარატი დამტკიცდა.

პრეპარატი სახელწოდებით Aducanumab-ი მიზნად უფრო ალცჰაიმერის გამომწვევ მიზეზს ისახავს, ვიდრე მის სიმპტომებს.

კერძოდ, Aducanumab-ის სამიზნე არის ამილოიდი, პროტეინი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულთა ტვინში პათოლოგიურ შეჯგუფებებს ჰქმნის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს დემენცია, მათ შორის, მეხსიერებისს და აზროვნების პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემები და დაბნეულობა.

მიიჩნევა, რომ მთელ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ადამიანია ალცჰაიმერით დაავადებული.

ალცჰაიმერის დაავადება ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის, ალცჰაიმერი ყველაზე ხშირად გამოვლენილ შემთხვევათა 60-70%-ში სახელდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება. დაავადების პროგრესირებისთანავე, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მეტყველების პრობლემებს, დეზორიენტაციას, ხასიათიში გამოვლენილ ცვლილებებს, მოტივაციის დაკარგვასა და ქცევითი საკითხების გართულებას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,783 ნახვა
%d bloggers like this: