ეკონომიკა

ნათია თურნავამ „კომენდანტის საათის“ შესაძლო გაუქმებაზე განცხადება გააკეთა

Nusagi

როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ ლიბერალიზაციის, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ დაგვიმარცხებია. რეალურად, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად ჩვენი საექიმო კორპუსის დიდი დამსახურებაა, დღეს რომ გახსნას ვახერხებთ ისე, რომ ეპიდემიოლოგიური ფონი არ უარესდება, ამას ვმართავთ, მაგრამ ეს დასაფასებელი და შესანარჩუნებელია.

საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილია, მაგრამ მცირე ქვეყანაა. დღეს რასაც ვუყურებთ, ტურისტების ქცევა შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან და ეს გასაგებიცაა, რადგან გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონი მოიაროს. ჩვენ გვინდა, რომ უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ.

ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიმსჯელებთ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ დროს, მგონი ნელ-ნელა იქეთკენ მივდივართ, მაგრამ ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვარი. რამდენიმე კვირა უნდა დავაკვირდეთ”, – განაცხადა თურნავამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: