პოლიტიკა

როგორც ჩანს, შიდა “ოცნებური” ინტრიგების და თამაშების მორიგ სერიას ვიხილავთ

Nusagi

ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს გახარიას მუშაობის წარმოდგენას პარლამენტში – როგორც ჩანს, ვიხილავთ შიდა “ოცნებური” დაპირისპირების, ინტრიგების და თამაშეების მორიგ სერიას,- ამის შესახებ ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით პოზიციებს დააფიქსირებენ როგორც კომიტეტზე ასევე, პლენარულ სხდომაზეც.

“თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი და ის სტილი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს გახარიას მუშაობის წარმოდგენას პარლამენტში ანუ როგორც ჩანს, ვიხილავთ მორიგ სერიას შიდა „ოცნებური“ დაპირისპირების, ინტრიგების და თამაშების, რადგან ანგარიში შეეხება მთავრობის გასული წლის საქმიანობას. ჩვენ გვაინტერესებს, რა გაკეთდა, თუ რამეს გაკეთებულს ვნახავთ ამ ანგარიშში, აუცილებლად ხაზს გავუსვამთ, მაგრამ ქვეყანა უკან მიდის,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: