პოლიტიკა

დაუკვირდით, გახარიას გუნდის წევრები საუბარში რუსულ „ვსიო-ს“ ხმარობენ

Nusagi

კლასიკური პოლიტიკა გულისხმობს, რომ ან პოზიციაში ხარ, ან ოპოზიციაში, ან ხელისუფლებაში. გახარიამ რაღაცა მესამე, პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი გამოიგონა, არც ოპოზიციაშია, არც პოზიციაში. ბიძინა ივანიშვილმა ის მიჯირყვნა-წადი მიხედე შენს საქმეს, არაფერი გესაქმება ჩემს საარჩევნო მინდორზეო“,-ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ-პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გახარია სამოთხიდან გამოდევნა და უთხრა, პური შენი არსობისა, მოიპოვე შენ თვითონო.

„აქ მნიშვნელოვანია, რას იზამს თვითონ გახარია. სადამდე იქნება ასე გაყურსული ბატკანივით, ძალიან სუსტი პრეზენტაცია ჰქონდა, გუნდი ყავს ძალიან სუსტი, შეიძლება, მერე შევიდნენ ფორმაში. გახარიას ტექსტით, დიქციით ლაპარაკობენ და დაუკვირდით, ყველა იძახის რუსულ სიტყვა „ვსიო-ს“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,982 ნახვა
%d bloggers like this: