ცხოველები

თვალებში რომ ჩავხედე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დათვი იყო- თინეიჯერი, რომელმაც დათვი ღობიდან გადააგდო

Nusagi

17 წლის კალიფორნიელი გოგონა, რომელმაც თავისი ძაღლის გადასარჩენად დათვი ღობიდან გადააგდო, the sun-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ქცევა ინსტიქტური იყო და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ არსება, რომელიც ღობიდან გადააგდო, საშიში მტაცებელი იყო.

„მე ინსტიქტურად ვიმოქმედე. ის მოვიმოქმედე, რასაც დედა შვილის გადასარჩენად აკეთებს. როდესაც მივვარდი და ხელი ვკარი, ცხოველს წამიერად თვალებში ჩავხედე და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ დათვი იყო. აბა რომელი ნორმალური ესხმის თავს დათვს?“,-ამბობს ჰეილი მორინიკო, რომელმაც ინციდენტის დროს ტრავმა საჩვენებელ თითზე და მუხლზე მიიღო. 

გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ეზოს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ცდილობს დათვი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში შეღწევას. თუმცა ეზოში რამდენიმე ძაღლი წინააღმდეგობას უწევს. დათვი, რომელსაც თან ორი ბელი ახლავს, ძაღლებს იგერიებს და თავდასხმაზე გადადის. ამ დროს  სახლიდან ეზოში გამორბის გოგონა, დათვის კლანჭებიდან ლეკვს იხსნის, რის შემდეგაც მტაცებელს ხელს კრავს და ღობიდან აგდებს. 

ვიდეოში ჩანს, რომ დათვი კვლავ ადის ღობეზე, თუმცა გოგონა ძაღლებთან ერთად სახლში შერბის.

„ნამდვილად არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ხალხმა წარმოიდგინა, მე უბრალოდ, წონასწორობა დავაკარგინე დათვს. არავის ვურჩევ, გაიმეოროს ჩემი საქციელი, ეს იყო ყველაზე საშიში დღე ჩემს ცხოვრებაში. ვიდეო მე არ გამივრცელებია იმ მიზეზით, რომ ვიფიქრე, ადამიანებს გიჟი ვეგონებოდი, ოჯახურ ჩათში დავდე და ჩემმა ბიძაშვილმა ტიკტოკზე გადაიტანა. არ მიფიქრია, ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა“,-ამბობს ჰეილი მორინიკო. 

ვიდეოს სპეციალისტები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, დათვი, რომელსაც თან თავისი ბელები ახლავს, განსაკუთრებულად საშიში და აგრესიულია. გოგონას უბრალოდ, გაუმართლა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: