პოლიტიკა

ლევან იოსელიანი- ლეგიტიმური თუ არ არის პარლამენტი, სად მოვიდნენ ?

Nusagi

ქვეყნისთვისაა კარგი, რომ შედგა პარლამენტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ დაუმსახურებლად დაგვადანაშაულა ათასგვარ საზიზღრობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა სიცოცხლეს, მათ საჭიროებებს, ჩვენ ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებთ,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა. „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ტვ-პირველთან პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არის, ყველაფერი გვერდზე გადასდოს , რათა საქმე გაკეთდეს. 

„ის, რომ იძახო, შემოვედი არალეგიტიმურ პარლამენტშიო, სასაცილოა, აბა რატომ შემოხვედი? ამიტომ მე ვურჩევ, სტუდიიდან სტუდიაში სიარულსა და დერეფანში დგომის ნაცვლად, ჩაერთონ საქმეში. მთავარია, რომ შემდეგი არჩევნები იყოს სამართლიანი და არჩევნების მერე იყოს სიმშვიდე. 

მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ნიშნისმოგებას ცდილობს. უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვისაუბრო ქვეყნის პრობლემებზე“,-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შევიდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,957 ნახვა
%d bloggers like this: